USAID საქართველოს 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა და აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ისაუბრეს.
“საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და დემოკრატიული მიღწევების განვითარებას. იგი მოიცავს არაერთ მიმართულებას, კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებსა და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება გრანტის 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარირბაშვილმა.
ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება მილიარდ რვაას მილიონ დოლარს შეადგენს.