ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ეჭვი არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში რაიმე დარღვევაა.
“სახალხო დამცველს რომ ეჭვი ეპარება, ეს არის საკამრისი საფუძველი, რომ იქ დარღვევაა. თუ უნდა შესვლა, სამართლებრივად გადაწყვიტონ და შევიდეს და ნახოს”, – განაცახად მეუფე ნიკოლოზმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება სახლახო დამცველის აპარატის კვალიფიკაციაში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ხდება ბავშვების ფიზიკურად დასჯა, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა, საიდან ჰქონდა ამაზე ინფორმაცია სახალხო დამცველს, თუ არ უშვებენ.
ასევე, განაცხადა, რომ მის ეპარქიაში რომ რაიმე დარღვევა იყოს, პირველად თავად აიმაღლებდა ხმას.