ახალქალაქისა და კუმუროდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პრობლემებზე საუბრისას ხაზი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გარეგნობას გაუსვა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მე ვიცნობ, არჩვეულებრივი, სიმპათიური, მომხიბლავი, მიმზიდველი, განათლებული ადამიანია. თუ უნდა ბავშვთა სახლში შესვლა მას ან მის თანამშრომლებს, არა მგონია, რაიმე პრობლემა იყოს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს თანამშრომლები მომზადებულები არიან შესაბამისად”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მან თქვა, რომ შეუძლიათ, მათ კომპეტენციაში ეჭვი შეიტანონ. გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერავინ შედის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, მეუფე ნიკოლოზმა კითხვითვე მიმართა — “შენ გინდა შესვლა, შენ ვინ ხარ, მედია, ხომ? გამორიცხულია”
მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი სამართლებრივად უნდა მოგვარდეს.