პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, LGBTQ დოკუმენტზე ხელმოწერა არ სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი მოქალქეების უფლებები დაიცვას.
“სახელმწიფო მათ ეპყრობა თანაბარი პირობებით. ჩვენ კანონებსა და ადამიანის უფლებებს ვიცავთ არა სხვა პარტიებთან ხელმოწერილი დეკლარაციებითა და დოკუმენტებით, არამედ იმ კანონებით, რომელიც მიღებულია პარლამენტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც ცნობილია, Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო LGBTQ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.