იტალიაში, რომის ქართული სამრევლოს ტაძარი გატეხეს და დაარბიეს. ამის შესახებ რომის სამრევლომ საკუთარი ფეისბუქ ლაივით ისაუბრა.
ტაძრის მრევლი ვიდეოში ეჭვს გამოთქვამს, რომ ეკლესიაში გაქურდვის მიზნით შევიდნენ, მაგრამ რადგან ძვირფასეულობა და თანხა ვერ ნახეს, “გაბრაზებულ გულზე დაარბიეს”.
მისივე თქმით, ადგილზე მისული იყო პოლიცია, აიღეს თითის ანაბეჭდები.
ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონი, ასევე, საქარტელოს კონსული იტალიაში.