ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში ჩასვლას ვაქცინაციის სერტიფიკატით შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ.

სიიარტოს თქმით, უნგრეთმა და საქართველომ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნგრელებს ასევე შეეძლებათ საქართველოში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით ჩასვლა.

უნგრეთის მთავრობა საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს “მწვანე ბარათად” აღიარებს და საქართველოს მოქალაქეებს მისი წარდგენის შემთხვევაში სხვა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ უნგრეთში ჩასვლა.

იტვირთბა....