ახალი ამბები მედია მთავარი

განათლების სამინისტრო “ჟიზნ ვარამის” გაშუქებაზე განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრომ Жизнь ворам-ის თემის გაშუქებაზე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მედიასაშუალებებს, რომ ასეთი თემების გაშუქებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა, ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია. ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ გუშინ მანდატურის სამსახურის უფროსი 51-ე სკოლაში მონიტორინგზე მივიდა. დაფაზე კი წარწერა დახვდა – Жизнь ворам.

იტვირთბა....