დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ metronome.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის პირბადის მოხსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
“ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის პირბადის მოხსნაზე არის მსჯელობა და გავითვალისიწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას, ვაქცინაციის გარკვეულ პროცენტს თუ მიაღწევს საზოგადოება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი კარგად მიდის და მოთხოვნა გაჩნდა. თუმცა, აღნიშნა, რომ მოტხოვნა, მეტწილად, თბილისსა და დიდ ქალაქებშია.