დღეს დილიდან მინერალური წყლის, ნაბეღლავის ქარხნის საწყობის მძღოლები გაიფიცნენ. ამ შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა ავრცელებს და წერს, რომ დასაქმებულები ხელფასების მატებას ითხოვენ და უარს აცხადებენ მაღაზიებში პროდუქტის შეტანაზე.
თავად კომპანიაში გაფიცვას ამ დროისთვის არ ადასტურებენ. ნაბეღლავი ქართულ-შვეიცარიული კომპანია წყალი მარგებელის პროდუქტია.
მესამე დღეა გაფიცულები არიან “ბორჯომის” თანამშრომლები. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა.
კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.