ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები აქცია-მსვლელობას მართავენ

ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები აქცია-მსვლელობას მართავენ. მსვლელობას უერთდებიან მოქალაქეებიც.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, მათი მოთხოვნა უცვლელია და ის ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

“ჩვენი მოთხოვნა უცვლელი რჩება, რაც არის ოთხი ძირითადი საკითხი რაც ვერ გადაჭრა ადმინისტრაციამ: პირველი — ხელფასების გასწორება და დანაკლიების ანაზღაურბეა; მეორე — გასწორებულ ხელფასებზე 30%-ით მომატება, ასევე, კოლექტიური ხელშერკულების მიღწევა და შრომითი პირობების გაუმჯობესება”, – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია ფორმულას.

ცნობისათვის, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ.  პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში, ასევე, აცხადებენ, რომ გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა დასაქმებულთა დაყრდნობით აცხადებს, რომ მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ.

ბორჯომის ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლების გაფიცვას კომპანია პროფკავშირების ორგანიზებულ მიზანმიმართულ საბოტაჟის მცდელობას უწოდებს.

იტვირთბა....