გირჩის ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, თუ ბავშვების დახმარება გვინდა და გვსურს, რომ კარგ გარემოში იზრდებოდნენ, გამარტივებული უნდა იყოს გაშვილების პროცესი.
“მშობლის უფლებისა და ვალდებულების გაყიდვაა ეს. თუ გვინდა ბავშვების დახმარება, თუ გვინდა, რომ ოჯახში იზრდებოდეს და არა ბავშვთან სახლებში, იგივე საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ ბავშვთა სახლებში, ეს პროცესი უნდა იყოს ბევრად გამარტივებული. და ამ გამარტივების ყველაზე სწორი ფორმაა, მშობლის მიერ მშობლის უფლების გაყიდვა”, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.