ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეგრელიშვილი ეკლესიაზე: მენტორული ტონით საუბარი, ჩვენ ვიცით და სხვამ — არა, არ მოსულა

გირჩის ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, ეკლესია და საზოგადოება თანასწორუფლებიანი უნდა იყოს და არ არის მართებული, რომ ეკლესია თავისი დამოკიდებულებიღ ზემოთ დგას და ფაქტობრივად, ყველას მოძღვრავს.

ამ თემაზე ვახო მეგრელიშვილმა metronome.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

“კონსტიტუციური შეთანხმება რომ აქვს ამ ორგანიზაციას, ჩემი აზრით, არასწორია. ყველა საქართველოს მოქალაქე და ყველა ორგანიზაცია უნდა იყოს თანაბარ პირობებში. ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ეს არასწორია, განსაკუთრებით, ეკლესიასთან მიმართებით. ეს არის თავად ეკლესიის მთავარი პრობლემა. ეკლესია პოლიტიკურ საქმიანობაში ერევა. მართებულად მიმაჩნია, რომ ეს იყო ღიად. თუ პოლიტიკური აზრები აქვს მღვდელს, მე უნდა შემეძლოს მასთან თანაბრ პირობებში კამათი. მე ხო არ შევდივარ და სახარების საკითხებს არ ვიხილავ. როცა ისინი შემოდიან საერო სივრცეში…მე იმას კი არ ვიძახი, რომ ვინმემ უნდა აუკრძალოს, მე ვამბობ, ეს უნდა იყოს თანაბარი ურთიერთობა. წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ პოლიტიკოსები იყვნენ მღვდლები. შვედეთში მთელი ლიბერალური რეფორმების მამა წინა საუკუნეში იყო ერთ-ერთი პროტესტანტი მღვდელი. მღვდლები რომ პოლიტიკაში მონაწილეობდნენ ღიად და საჯაროდ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა ისაა, რომ ზემოთ დგანან თავიანთი დამოკიდებულებით და ფაქტობრივად მოძღვრავენ ყველას. ყველგან მნიშვნელოვანია თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა. მენტორული ტონით ჩვენ ვიცით და სხვამ არ იცის, ასე არ მოსულა”, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმით, ეკლესიაში ისეთივე კრიზისია, როგორიც საზოგადოებაში და ეს აჩვენებს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და უახლოესი 10 წელი ცვლილებების იქნება.

“ეკლესია და საზოგადოება, ფაქტობრივად, ერთი ორგანიზმია, აქედან გამომდინარე, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, რაც ჩვენს რიგებშიც არ ხდება. ჩვენთვის იმდენად წარმოუდგენელია, რომ ადამიანური ფაქტორები გავლენას ახდენს ინსტიტუტზე, რომ გვიკვირს. არაფერი უცნაური იქ არ ხდება, გინდა, კორუფცია აიღეთ, გინდა, ფარული ორგანიზაციული წესრიგი აიღეთ. ეს ხომ დამახასიათებელია პოსტოტალიტარული საზოგადოებებისთვის. ზუსტად ასეთი გვყავს მართლმადიდებლური ეკლესია”, – აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ხელოვნური კეთილდღეობა, რომელიც დღეს ეკლეისას აქვს, ადამიანს აზარმაცებს და აიძულებს, რომ სხვის ხარჯზე ეცადოს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

 

იტვირთბა....