ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჰარცელი: თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიღწეულია ფართო კონსენსუსი. მისივე თქმით, თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი.

„გუშინდელ შეთანხმებაზე ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, პაკეტის ირგვლივ მხარეებს შორის ფართო კონსენსუსია მიღწეული. ვიმედოვნებ, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. ახლა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რათა კანონპროექტი შემოწმდეს და გაიცეს რეკომენდაციები პროცესის დასრულებისთვის.

შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი გამოიყურება იმედისმომცემად. იყო დისკუსიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისიკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. დისკუსიების გაგრძელება დამოკიდებულია პარტიებზე“, – თქვა კარლ ჰარცელმა.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

იტვირთბა....