ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მიმდებარედ მგელმა მამაკაცი დაკბინა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მგლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.

კლინიკის ანტირაბიული განყოფილების ექიმის, ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, შუახნის კაცი კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის შემთხვევიდან 2-3 დღის შემდეგ მივიდა. როგორც ექიმმა აღნიშნა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდებოდა მძიმედ.

“2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ”, – განუცხადა inforustavi-ს ირაკლი ჯანგულაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.

იტვირთბა....