[su_quote] მე თვითონაც ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვარ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ოჯახურ სიწმინდეს, ნებისმიერ თარიღს, მით უფრო, პატრიარქი დააწესებს, მაგრამ ჩემში იწვევს საოცარ პროტესტს და აბსოლუტურ გაუგებრობას, რატომ ვერ ვღებულობთ ცოტათი განსხვავებულ ადამიანებს, რა გვიშლის ხელს, რომ მათაც ჩაატარონ პრაიდი? ეს ბევრ ქვეყანაში აღიზიანებთ, არ მოსწონთ ეს პარადი. ამას რატომ აკეთებს ეს თემი? – იმიტომ რომ, მიიპყროს ყურადღება, გააპროტესტოს მისი მართლა ძალიან უსამართლოდ დაჩაგრული მდგომარეობა [/su_quote]
ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.