ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით, მათ შორის სინოფარმით სრულად აცრილ პირებს საზღვარზე შეუშვებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღს გახდა ცნობილი. ევროკავშირის საზღვრის კვეთა შეეძლებათ ფაიზერით, მოდერნათი, ჯონსონი & ჯონსონით, ასტრაზენეკათი და სინოფარმით სრულად აცრილ პირებს.
კოვიდრისკების მიხედვით, ქვეყნების ოფიციალურ რანგირებას ევროკავშირი პარასკევს გამოაქვეყნებს.