საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი გალა-კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომლის ღირებულება 135 768 ლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს.
კულტურის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდსვის უფლების მოპოვებისთვის მიმართა. დოკუმენტაციის მიხედვით, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, კულტურის სამინისტრო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26 მაისს გამართავს გალა-კონცერტს.
დოკუმენტაციის თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:
- გახმოვანების აპარატურა და ხმის რეჟისურა – 2 დღე. CPV79900000 – 6000ლ.
- ლედ ეკრანი – პ8, 80კვ/მ მონტაჟი-დემონტაჟი და დღიური იჯარა. CPV79900000 – 20800ლ.
- გრაფიკა – 26 მაისის ღონისძიების ვიდეო ვიზუალების დამზადება სცენარის მიხედვით. CPV79900000 – 5900ლ.
- დეკორაციები – დეკორაციის მომზადება, მონტაჟი-დემონტაჟით, CPV79900000 – 32694.4ლ.
- სცენის შეფუთვა ყვავილებით – სცენის ე.წ. სარკე 16 მ. . კუთხის 2 კომპოზიცია, 12 შანდლის მოკაზმულობა, გადაზიდვა, ფლორისტის მომსახურება CPV79900000 – 4630ლ.
- სატელევიზიო გადაღება – მოძრავი სატელევიზიო სადურით მომსახურება, მოძრავი სატელიტური სადგური, გენერატორი, თავისუფალი სიგნალის გავრცელება, გადამღები ჯგუფის მომსახურეობა. CPV92200000 – 27000ლ.
- საეთერო გახმოვანება – გალა კონცერტის პირდაპირი ეთერის საეთერო გახმოვანების უზრუნველყოფა.CPV79900000 – 10000ლ.
- ტრანსპორტირება – სსიპ – გორის ქალთა კამერული გუნდის ტრანპსორტირება (გორი-თბილისი, თბილისი-გორი 2 დღე). CPV60100000 – 300ლ.
- ჰონორარები – 8 მოწვეული არტისტი. CPV92300000 – 28433.88ლ.