რამდენიმე დღის წინ კაბა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს და ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს ეცვა, აჟიოტაჟი გამოიწვია.
კაბა, რომელიც კაროლინა ჰერერას 2014 წლის კოლექციიდანაა 4290 დოლარი ღირს. როგორც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი კაბა ქართველმა დიზაინერმა შეკერა, თუმცა ნუნუკა თამაზაშვილის ორიგინალია.
მსგავსი კაბა ცოტა ხნის წინ ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილსაც ეცვა.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
წყარო: mediamall.ge