ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გომელაური: დმანისში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯერ არავინ დაუკავებიათ.

როგორც ცოტა ხნის წინ მედიას გომელაურმა უთხრა, მოქალაქეები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

“დაკავებული არც ადამიანი არ არის. გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები. გამოკითხვენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია. რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, არ ვიცით ეგ ჯერ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც განცხადება გაკეთდა, ჟურნალისტები დაზიანდნენ, ამაზე დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დმანისში დაპირისპირებულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ შერიგდნენ. მათ ერთმანეთს, სიმბოლურად, ხელი ჩამოართვეს.

მანამდე კი, დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

იტვირთბა....