მთავარი ციტატა

თურნავა: სახმელეთო საზღვრის გახსნა ზაფხულის პერიოდისთვის უნდა მოხდეს

[su_quote]ჩვენ დავიწყეთ შემსუბუქება ყველაზე უფრო სენსიტიური თემით, რომელიც არა მარტო ტურისტებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ეხებოდა და ეს არის ღამის საათების შეზღუდვის შემოკლება, რაც გუნება-განწყობილებაზეც კარგად იმოქმედებს, ბიზნესზეც და ტურიზმზეც იმოქმედებს დადებითად. მეორე შემსუბუქება არის კაფე-რესტორნების ღია სივრცეების მუშაობის დაწყება შაბათ-კვირას. და მესამე ეტაპი იქნება მსჯელობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რადგან ეს იქნება მართლაც რეალური გარღვევა ტურიზმის აღდგენაში. ზაფხულის განმავლობაში ბევრი ტურისტი სწორედ სახმელეთო საზღვრით გვსტუმრობს. დღეს კონკრეტული ვადის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზაფხულის პერიოდისთვის[/su_quote]

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. თურნავას კომენტარს bm.ge ავრცელებს.

იტვირთბა....