ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე დმანისზე: ეთნიკურ კონფლიქტად შეფუთვა ოპონენტებისგან შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეთნიკურ კონფლიქტად შეფუთვა ოპონენტებისგან შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

“ამ ინციდენტის შეფუთვა და ამის გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, არის მიუღებელი. ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს არის საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი”, – აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

იტვირთბა....