ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გომელაური დმანისზე: ქვეყნის მტერია ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გარკვეული ჯგუფები ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ, რასაც, მისი თქმით, უწყება არ დაუშვებს.

“ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა”,- ამბობს გომელაური.

ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

იტვირთბა....