ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდპასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს და მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მკაფიო სახეს მიიღებს.
“კოვიდპასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს. იქნება სამი სტატუსი — ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და P ტესტის პასუხი. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრი მკაფიო სახეს და შესაძლებლობა გვექნება, ეს შეთავაზება მოსახლეობას მივცეთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.