ქართლი ოცნების წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, დმანისში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობს, პოლიცია ეფექტურად მუშაობს.
“პოლიცია მუშაობს უაღრესად ეფექტურად. მას შემდეგ, რაც სიტუაცია საბოლოოდ დამშვიდდება და დასტაბილურდება, ამის შემდგომ მოხდება კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზის გაკეთება. ამიტომ ნაადრევი შეფასებები დამაზიანებელია პროცესისთვის. პოლიცია არის მშვიდობისთვის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა და მხარეებმა შეძლონ შერიგება,” – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.