ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აცრილი ადამიანებისთვის ბენეფიტების დაწესება არ უნდა იყოს დისკრიმინაციული ხასიათის.
“მიწოდება ჩამორჩება მოთხოვნას. ის, რომ აცრილ ადამიანს, შესაძლოა, ჰქონდეს მეტი თავისუფლება აუცრელთან შედარებით, ეს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და შესაძლოა, ჩვენც ვიფიროთ. მაინც ვფიქრობთ, აცრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა უნდა შეგროვდეს, რომ ბენეფიტები არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. ვიდრე ვაქცინების რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰონდეს მისი მიღების შესაძლებლობა, ამ ტიპის ბენეფიტებს, შესაძლოა, ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასაიათი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მესამე კვარტალი — ივლისი, აგვისტო, სექტმბერი იქნება მასიური ვაქცინაციის პერიოდი. მეოთხე კვარტალში კი სრულად იქნება მოცვა.