ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე დმანისზე: მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო

გირჩი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დმანისის ამბებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს ვინც ჩხუბში მონაწილეობდა.
“რას ელოდებით? ღლიით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია
და მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა
პ.ს. ‘ეგრე უნდათ მაგ თათრებს’ ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე”,- წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.
იტვირთბა....