ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს დმანისში მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში მცხოვრებ მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
უწყების ინფორმაციით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
“დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”,- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.
იტვირთბა....