ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დმანისში ვითარება უკონტროლოა — დაპირისპირებული მხარები ერთმანეთს ქვებს ესვრიან

დმანისში ვითარება უკონტროლოა — დაპირისპირებულმა მხარეებმა პოლიციის კორდონი გაარღვის და ერთმანეთს ქვებს ესვრიან.

არიან დაშავებულებიც, ასევე დაზიანებულია მანქანებიც.

ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

იტვირთბა....