ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახაძე LGBTQ+ ადამიანების უფლებებზე: დაცულია, მაგრამ სრულყოფილება ადამიანებს მეტ-ნაკლებად ესმით

ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ საქართველოში LGBTQ+ ადამიანების უფლებები დაცულია. ამავდროულად, დეპუტატი ამბობს, რომ სრულყოფილება ადამიანებს მეტ-ნაკლებად ესმით.

კახაძის თქმით, უფლისაგან გაჩენილი ყველა ადამიანი თანასწორია – თავისი მინუსებით, პლიუსებით. ადამიანი მუდმივად ცვალებადი სისტემის ნაწილია, ეკოსისტემის ნაწილია, სამყაროს ამშვენებს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ადამიანი აზიანებს საკუთარ თავსაც და ეკოლოგიურ სისტემასაც.

“ვფიქრობ, სასტარტო პირობები ყველას ერთნაირი აქვს. ამ ქვეყანაზე არსებობის ყველანაირი პირობა ყველა ადამიანს თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამას როგორც ექიმი, ისე ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში, ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე ადამიანი იყოს დაჩაგრული, რაღაცა ნიშნით. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. მე ვფიქრობ, რომ დაცულია [LGBTQ+ ადამიანების უფლებები], მაგრამ სრულყოფილება ადამიანებს მეტ-ნაკლებად ესმით. ჯობს არ დაარღვიო უფლებები და მორჩა. ჩემთვის ყოველი ცისმარი დღე ოჯახის დღეა. ეს ოჯახი ნიშნავს იმ მემკვიდრეობითობის ყველა ვალდებულებების ძალიან შეწონილ გადაცემას, ან მიღებას და გადაცემას. შენ გხვდება სამყარო, მოდიხარ როგორც საჩუქარი, მერე შენ თავად ხდები ოჯახის მეთაური და შენი წასვლის მერე, ეს ვალდებულებები მემკვიდრეობამ უნდა გადასცეს შთამომავლობას, ეს უწყვეტობის პრინციპია”, – აცხადებს კახაძე.

17 მაისს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 17 მაისი აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტქი+ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას.

იტვირთბა....