ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: პანდემიით დაზარალებული საწარმოებისთვის 85 მილიონი ევროს დახმარებას მივიღებთ

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანდემიით დაზარალებული საწარმოებისთვის 85 მილიონი ევროს დახმარებას მივიღებთ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში ჩვენი ქვეყანა შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. პროექტი სწრაფი გადახდების ახალი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....