ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დუმბაძე LGBTQ+ ადამინის უფლებებზე: არ მგონია, ტრაგიკულად იყოს მდგომარეობა

პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, მდგომარეობა ტრაგიკული არ არის.

“არ მგონია, ტრაგიკულად იყოს მდგომარეობა. შეიძლება, კლასიკური გაგებით დაცული არ არის [სექსუალური უმცირესობების უფლებები] და ვიღაცა იჩაგრება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რამე შევიწროვება ხდება ისეთი, მასიურად ან რაღაცა… არა მგონია, რომ ეს ისეთი მწვავე პრობლემა იყოს”, – აცხადებს ქართული ოცნების წევრი.

17 მაისს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 17 მაისი აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტქი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას.

იტვირთბა....