ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პეტიციას ორ დღეში 11 000 ხელმოწერა დაემატა. 14 მაისს პეტიციას 20 000 ხელმოწერა ჰქონდა, დღეს კი – 31 360. პეტიციის ინიციატორი ფილოსოფიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძეა.
“დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული… მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია”, – წერია პეტიციის ტექსტში.
ცნობისათვის, კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს.