ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაპირისპირება დმანისში – ახალგაზრდები ერთმანეთს თავს ჯოხებით, უროთი და “ბიტებით” დაესხნენ

ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის ვიდეო ამსახველ მასალას მთავარი არხი ავრცელებს.

ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....