ახალი ამბები ციტატა

ბარამიძე სამადაშვილზე: მე მის ადგილას შემრცხვებოდა და ასეთი გონორით არ ვილაპარაკებდი

[su_quote] მე მის [სალომე სამადაშვილის] ადგილას შემრცხვებოდა და საერთოდ, ასეთი გონორით არ ვილაპარაკებდი, როდესაც მისი პარტიის ლიდერი დაჭერილი იყო და მის გუნდს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიოღებული, პარლამენტში შესვლის თუ არ შესვლის შესახებ და ეს ნაბიჯი გადადგა. მის ადგილას ძალიან შემრცხვებოდა. რახან ლელოში წავიდა, გავახსენებ, რომ ის მანდატი ხალხს ეკუთვნის, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და არა ლელოს. თუ პატიოსნებაზე, ჩარჩენილობაზე და ჩამორჩენილობაზეა საუბარი, ჩარჩენილობაა ის, როდესაც არ სცემ პატივს შენს ამომრჩეველს და იმ საზოგადოებას, რომელმაც აგირჩია. ამაზე დიდი ჩამორჩენილობა, არ მგონია რამე იყოს [/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ყოფილი თანაპარტიელის, სალომე სამადაშვილის განცხადების საპასუხოდ, პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში პოლიტ-ქალაქი განაცხადა, რომელმაც ბარამიძეს მარგინალი და წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსი უწოდა. 

 

 

იტვირთბა....