ბენზინის ფასი იზრდება, საწვავის ღირებულება დღეს, ბენზინგასამართ სადგურებზე 3 ლარს ასცდა. ექსპერტები საწვავის ფასის რეკორდულ გაზრდას გარე და შიდა ფაქტორებს უკავშირებენ.
“გაზრდილია მნიშვნელოვნად საერთაშორისო ფასები, ნავთობპროდუქტებზე, ბენზინზე, დიზელზე. წლის დასაწყისიდან დღემდე, ალბათ საშუალოდ ეს არის 200 დოლარზე უფრო მეტით მატება. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ის არის მნიშვნელოვნად გაუფასურებული. შესაბამისად, ჩვენ ვღებულობთ სამწუხაროდ იმას, რომ დღესდღეობით, მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება ისტორიულად, რეკორდულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასები,“ – აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი რუსთავი 2-თან.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რეკორდული ნიშნულია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბენზინზე ამხელა ფასი არასდროს არ ყოფილა.