ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატიანი: დღეს ის დილაა გული, რომ გამიგლიჯა, გინდა უშველო, მაგრამ ვერ შველი​

კორონავირუსმა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლის, 45 წლის რუსუდან ზუკაკიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. მომხდარს სოციალურ ქსელში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ეხმაურება და წერს:

მიდი-მოდია ცხოვრება, მიდიან გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთს გაიგებ, ისეთს მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის მაგრამ სამწუხაროდ მომსწრე ხარ, გინდა უშველო მაგრამ ვერ შველი, იტყვი არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი…. ეს კი ყველფერი ცხოვრება…. ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს…. დღეს ის დილა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო …,” – წერს ლევან რატიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 329 407 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

იტვირთბა....