სხალთის მთავარეპისკოპოსმა სახალხო დამცველის აპარატსა და ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე კვლავ ისაუბრა დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა.
“ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, ერთ სიბრტყეზე აყენებენ ჰომოსექსუალისტებს, კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა და ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო?” – თქვა სხალთის მთავარეპისკოპოსმა.
სახალხო დამცველის აპარატი სხალთის მთავარეპისკოპოსს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
მთავარეპისკოპოსი, რომელიც ბავშვებთან ომბუდსმენის აპარატს არ უშვებს, ირწმუნება, რომ არასრულწლოვნები რთულ პირობებში არ იმყოფებიან.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.
მეტრონომი ემიჯნება ეპისკოპოსის განცხადებას.