ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში ავარია მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულები

საგარეჯოში ავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჩაილურთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი, ოპელის მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას და ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....