ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: მივმართეთ ვენეციის კომისიას და გვაქვს ძალიან პოზიტიური დასკვნა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი ცალსახად მოემსახურება იმას, რომ არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს, შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და პროცესი გახდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე.

„მოვამზადეთ პროექტი, რომელიც პრაქტიკულად ფარავს ყველა ძირითად მიმართულებას, რომელზეც გამოთქმული იყო რეკომენდაციები წინა არჩევნების შემდეგ. ახლა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი გაფორმდა, ჩვენ, ხელმომწერ ოპოზიციასთან ერთად, კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრას გავმართავთ, რათა მოხდეს იმ მოსაზრებებისა და არგუმენტების საბოლოო კონსოლიდაცია, რომელიც შეთანხმების გაფორმების მომენტში არსებობდა.

ჩვენ ასევე მივმართეთ ვენეციის კომისიას და გვაქვს ძალიან პოზიტიური დასკვნა. პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჩვენ კიდევ ერთხელ ვკითხავთ აზრს მათ და ყველა დაინტერესებულ მხარეს. ასე რომ, საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი ცალსახად მოემსახურება იმას, რომ არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს, შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და პროცესი გახდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე“, – თქვა თალაკვაძემ.

უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა დღესაც გაიმართება.

იტვირთბა....