მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს. როგორც მან პალიტრანიუსის ეთერში თქვა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარდამჭერებთან ერთად განიხილავს, რადგან მხარდაჭერის გარეშე ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს.
„რა თქმა უნდა, მერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობა, ეს არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი საქართველოში. ჭორები დადის უკვე ჩემზე და რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავ. მერობის კანდიდატურა ჩემთვის არის საფიქრალი, განსახილველი მხარდამჭერებთან ერთად, რადგან თუ მხარდაჭერა და ზურგი არ გაქვს აზრი არ აქვს რაღაცაზე ფიქრს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება თუ არა. აღნიშნულთან დაკავშკირებით დედაქალაქის მერს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.