ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს: ოკუპირებული ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ, ცხინვალის რეგიონში, უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექნიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით”, – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალან ჯაფარიძე უკანონოდ, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ დააკავეს. ოკუპანტებმა ფაქტის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, ცხელი ხაზის საშუალებით გააზიარეს.

იტვირთბა....