aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიდის თუ არა კახიშვილი ოცნებიდან – დეპუტატი განმარტებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კახიშვილის თქმით, ქართული ოცნებიდან წასვლის საფუძველი არ აქვს, თუმცა, როგორც მან ფორმულასთან ინტერვიუში განმარტა, ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებზეც მასსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კახიშვილის განცხადებით, ის იმ შემთხვევაში წავა პარტიიდან, თუკი დაინახავს, რომ მისი აზრი ხშირად არაა გათვალისწინებული.

„ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი, რომ განვაცხადო, გავდივარ ოცნებიდან. თუმცა არის საკითხები, რასაც არ ვეთანხმები. ვნახავ, რა როგორ დალაგდება. თუ ვნახავ, რომ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოჰყვება, მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ ვნახავ, რომ ჩემი საკითხი, ჩემი რესურსი ამოწურულია, ცხადია იმ პარტიაში ვერ დავრჩები, სადაც მხოლოდ უპირობო შემსრულებლად ჩამთვლიან.

არ ვეთანხმები, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიმაჩნია არასწორად, რადგან თვითმმართველობის არსი ისაა, რომ კომუნიკაციაში იყო ადამიანებთან. დღეს ამ სისტემით უშუალო კომუნიკაციაში არიან, ძირითადად, მაჟორიტარები”, – ამბობს კახიშვილი.

კახა კახიშვილის მიერ ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან პალიტრანიუსის ეთერში პარტიიდან წამოსვლის შესაძლო გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ოცნებიდან წასვლის შემთხვევაში სხვა პარტიაში არ წავა.

იტვირთბა....