aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ISFED: 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, გაუქმდა შიდაპოლიტიკური მიზნებით მოქმედი ორი ქსელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო არჩევნების წელს ფეისბუქმა გააუქმა როგორც შიდა, ასევე გარე დეზინფორმაციული აქტორების ქსელები, კერძოდ:

ოქტომბრის თვეში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდა ულტრამემარჯვენე, რადიკალური გამოცემა ალტ-ინფოს ქსელის 130 ანგარიში, პოლიტიკური პარტიების, პატრიოტთა ალიანსისა და ქართული არჩევანის, სასარგებლოდ მოქმედი 91 ანგარიში.

2020 წლის აპრილში, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოვლინდა და გაუქმდა  შიდაპოლიტიკური მიზნებით მოქმედი ორი ქსელი. ერთი ქსელი 790 წაშლილი ანგარიშით ონლაინ გამოცემა ესპერსონასთან იყო კავშირში, ხოლო მეორე ქსელი 153 წაშლილი ანგარიშით პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან‘”, – ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნები სოციალურ ქსელში Fact-a-Lyzer-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისათვის, ფეისბუკმა 2020 წლის აპრილში საქართველოში გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ ესპერსონასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

იტვირთბა....