ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შემსუბუქებაზე, დროის გადაწევაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევასთან დაკავშირებით. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება.

„პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია”,-  თქვა გაბუნიამ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პირი გარდაიცვალა.

იტვირთბა....