ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დამოკიდებული კომენდანტის საათისა მოხსნა და არსებული შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა, ეს როდის მოხდება უცნობია, რადგან როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ახლა ქვეყანა არის ე.წ. მესამე ტალღის პიკზე.
“უკვე დაინახავთ ჩვენ ქუჩებში ტურისტებს, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი მანამ სანამ, არსებობს ღამის საათებში და შაბათ-კვირას რესტორნებზე შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭოზე მუდმივად ვსაუბრობთ, როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მესამე ტალღა უკვე გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ, არის ამის პირველი ნიშნები, პირველივე შესაძლებლობისას სწორედ, შევამცირებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუდვას შაბათ-კვირას სარესტორნო ინდუსტრიაზე, არსებითად გადავხედავთ ე.წ. კომენდანტის საათს”, – თქვა თურნავამ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პირი გარდაიცვალა.