aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მუსელიანი: ენკამ სხვა გზების გამოყენება დაიწყო, ამიტომ ჩვენ ახალი კარვები განვათავსეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

200-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, რიონის ხეობის მცველები პროტესტს აგრძელებენ. სოფელ გუმათსა და ტვიშში მათ ორი ახალი კარავი განათავსეს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებამდე ამ დრომდე ვერ მივიდა და შესაბამისად, არც დათმობაზე მიდის, ამდენად, მათი თქმით, ისინი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ.

ხეობის მცველების განცხადებით, მიუხედავად დაპირებისა, კომპანია ენკა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მაინც აგრძელებს.

“კომპანია ენკამ ინტენსიურად სხვა გზების გამოყენება დაიწყო, ამიტომ ჩვენ ახალი კარვები განვათავსეთ და ამის უფლება, რასაკვირველია, გვაქვს. იმისთვის, რომ ისინი ჩვენ თვალწინ იყვნენ, ხოლო ჩვენი აქ ყოფნით მათ ერთგვარი დისკომფორტი შევუქმნათ,” – განაცხადა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა.

პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.

პროტესტი

2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსლვლები კარვებში მყოფმა პროტესტანტებმა.

11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალა, მიზეზად კი უაფრთხოება მოიყვანა. იქ მყოფი პროტესტანტები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა

მეორე დღეს გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, – პროტესტანტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა, ასევე, პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.

მოლაპარაკება მთავრობასთან

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გასაგრძელებლად, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებისგან სათანადო პასუხი ვერ მიიღეს, საქართველოს მასშტაბით აქციები დაანონსეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ყველა დიდი ქალაქის გარდა, მასშტაბური აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....