ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერ ტექსტში აღნიშნავდნენ, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას, კიდევ უფრო ბედნიერები იქნებოდნენ.
“მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ღარიბაშვილმა და დავით ზალკალიანმა გამოხატა ისრაელის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრებისგან ყოველთვის მაქსიმალურად მკაფიო მხარდაჭერა გვინდა. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ტვიტერში თუ იქნებოდა აღნიშნული, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავიდ დაიცვას, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. მაგრამ გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები. ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხრადჭერით, რომელიც მივიღეთ”, – განაცხადა რან გიდორმა.
როგორც ცნობილია, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის უკვე მეხუთე დღეა სარაკეტო დაპირისპირება გრძელდება. დაღუპულები და მძიმედ დაშავებულები ჰყავს ორივე მხარეს.