ლიეტუვა საქართელოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას უგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრილიუს ლადსბერგმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა. მისივე თქმით, ვაქცინა განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
“მთავრობამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გასაგზავნად 200 000 დოზა ვაქცინა დაამტკიცა. ვიწყებთ უკრაინით, სადაც 100 000 დოზას ვგზავნით, სქართველოში — 15 000 დოზას, ხოლო მოლდოვაში კი 11 000 დოზას. ეს არის პატარა ნაბიჯი ლიეტუვისაგნ და ვიმედოვნებ, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის ამ აქტს შემოუერთდებიან”, – განაცახდა ლადსბერგმა.
საქართველოში სინოფარმითა და ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია, ასტრაზენეკას ასაკმა დაიწია და მისი გაკეთება უკვე 45 წლიდანაა შესაძლებელი. რაც შეეხება სინოფარმს, ამ ვაქცინი მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ხოლო ფაიზერის ვაქცინა კი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში, გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე თვეში მცირე დოზით შემოვა.