ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის ისრაელის თავდაცვის სამსახური Twitter-ზე წერს.
“ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო და ქვეითი დანაყოფები ღაზას სექტორს უტევენ”,- წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.