საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, ღაზას სექტორის მიმდებარედ 4 კმ. მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში.
“საგანგებო გაფრთხილება ისრაელის თავდაცვის ძალებიდან ღაზას სექტორის მიმდებარედ 4 კმ. მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში და დაცულ, ტყვიაგაუმტარ ოთახებში ამ პერიმეტრში ჩვენი თანამემამულეები არ იმყოფებიან, მაგრამ ინფორმაცია ვავრცელებთ აუცილებლობიდან სერიოზული საფრთხიდან გამომდინარე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ”,- წერია განცხადებაში.
ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.